სიახლეები

რომელია თბილისის ყველაზე მოთხოვნადი უბნები?
საქართველოში, საცხოვრებელი უძრავი ქონების მთლიანი ბაზრის თითქმის 70% მხოლოდ თბილისს უჭირავს, რის გამოც საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ფასების ინდექსს, ძირითადად თბილისის განსაზღვრავს და უმეტესად, ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს (როგორც მრავალსართულიანი, ასევე კერძო სახლები).
ბინის ყიდვით დაინტერესებული ადამიანი უპირველესად ყურადღებას ამახვილებს უბანზე, სადაც აპირებს, თუ მთელი ცხოვრების გატარებას არა, რამდენიმე წლით ყოფნას მაინც. ადგილის არჩევისას ყველა ადამიანს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, ზოგს სურს ქალაქის ცენტრში ცხოვრება, ზოგი კი გარეუბანში სიმშვიდესა და სიწყნარეში ურჩევნია ყოფნა. მრავალფეროვანი გარემოდან გამომდინარე თბილისში ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის მასზე მორგებულ ბინასა და უბანს.
ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში შემდეგი უბნები ლიდერობენ
ცენტრალური უბნებიდან:
- საბურთალო;
- ვაკე;
- ნუცუბიძე (ძირითადად ფერდობი).
თბილისის ცენტრალური უბნებში საბურთალო დომინირებს, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია, რომელიც კარგი ინფრასტრუქტურით და საზოგადოებივი ტრანსპორტის სიმრავლით გამოირჩევა. რის გამოც საბურთალოს ტერიტორიაზე თქვენ მრავლად შეხვდებით, როგორც საცხოვრებელ ასევე საოფისე ფართებსაც. ასევე ეს უბანი დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებშიც, რადგან აქ რამდენიმე დიდ უნივერსიტეტეიცაა განთავსებული.
როგორც წესი, უბნის არჩევანს უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობა განაპირობებს, საცხოვრებლადაა იგი გათვლილი, თუ კომერციული მიზნით იძენენ. საბურთალო კი ორივე ფაქტორის გამო არის მოთხოვნადი უბანი, ამიტომაც ლიდერობას ჯერ არავის უთმობს.
რაც შეეხება ვაკეს აქ უძრავი ქონების შედარებით მაღალი ფასის გამო ძირითადად შეხვდებით ისეთი ადამიანებს, რომლებითაც სამუშაო სივრცესთან ახლოს ყოფნა და დროის დაზოგვა სურთ. ასევე ვაკე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებშიც.
ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული უბნები თბილისში - ძველი თბილისი:
- აბანოთუბანი - ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი);
- კალა;
- ავლაბარი;
- სოლოლაკი;
- მთაწმინდა;
- ვერა;
- ორთაჭალა;
- ჩუღურეთი.
ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ეს უბანი გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით. ასევე ეკლესიებით და მუზეუმებით, შარდენის ქუჩით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და სხვა. ძველი თბილისის კიდევ ერთი მთავარი ხიბლი არქიტექტურაა - ძველი ვიწრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები და აივნები.
გარე უბნებიდან ყველაზე მოთხოვნადია:
- დიღმის მასივი;
- დიდი დიღომი;
- სანზონა;
- ისანი;
- სამგორი.
გარე უბნები ფასის გამო ყველაზე მოთხოვნადი სტუდენტებში და მრავალშვილიან, დიდ ოჯახებშია - რომელთათვისაც ბინის ფართი და ფასი ადგილმდებარეობაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ აღნიშნული უბნები გამოირჩევიან, როგორც ხელმისაწვდომი ფასით, ასევე კარგი ინფრასტრუქტურითაც.
დიღმის მასივი ყოველთვის მოთხოვნადი იყო თავისი მიმზიდველი და გამორჩეული მდებარეობის გამო აქ უძრავი ქონების ფასი ყოველთვის მაღალი იყო.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის