popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
რა ღირს და რაზეა დამოკიდებული კომერციული ფართის ფასი?
28.10.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რა ღირს და რაზეა დამოკიდებული კომერციული ფართის ფასი?

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, რადგან მათი  ყიდვა-გაქირავება დღეს ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია. თითქმის ყველა კორპუსის პირველ სართულზე შეხვდებით მაღაზიას, აფთიაქს, საცხობსა და სხვა სახის სავაჭრო ობიექტს.

კომერციული ფართები საკმაოდ აქტიურად იყიდება და ქირავდება, მათი ფასი საცხოვრებელ ბინებთან შედარებით ყოველთვის მაღალია. მთელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, კაფე-რესტორნები, ბანკები უპირატესობას ყოველთვის ცენტრალურ უბნებს ანიჭებენ, ამ ტენდენციას არც ჩვენი დედაქალაქი ჩამორჩება. ცნობილი ბრენდები და კაფე-რესტორნები ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე ფართებს ქირაობენ. ამ მხრივ ყველაზე მოთხოვნადი ადგილებია:

  • რუსთაველის გამზირი; 
  • პეკინის გამზირი;
  • ჭავჭავაძის გამზირი;
  • ძველი თბილისი.

საოფისე-კომერციულ ფართებს თავისი სპეციფიკა აქვთ. ოფისების უმეტესობა შედარებით მეორეხარისხოვან ქუჩებზე და გარეუბნებშია განთავსებული, თუმცა არსებობს მსხვილი კომპანიები, რომლებიც საოფისე ფართს ცენტრალურ ქუჩაზე, დიდი ფასადებითა და ვიტრაჟებით დამშვენებულ შენობებში ყიდულობენ. ეს თავის მხრივ კომპანიის სიდიდესა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

კომერციული

კომერციული ფართის ღირებულება ქირავნობისას - უბნების მიხედვით (კვ. მ): 

  • ძველი თბილისი - 14 - 100 ლარი;
  • ვაკე-საბურთალო - 16 - 110 ლარი;
  • ისანი-სამგორი - 21 - 80 ლარი;
  • გლდანი-ნაძალადევი - 10 - 59 ლარი;
  • დიდუბე-ჩუღურეთი - 18 - 48 ლარი.

კომერციული ფართის ღირებულება ყიდვისას - უბნების მიხედვით (კვ. მ): 

  • ძველი თბილისი - 2 787 - 12 462 ლარი;
  • ვაკე-საბურთალო - 2 232 - 12 060 ლარი;
  • ისანი-სამგორი - 2 546 - 10 425 ლარი;
  • გლდანი-ნაძალადევი - 782 - 4 663 ლარი;
  • დიდუბე-ჩუღურეთი - 653 - 11 329 ლარი.

ნუცუბიძე

ხშირ შემთხვევაში მცირე ფაქტორებიც კი ახდენს გავლენას კომერციული ფართის ღირებულების ცვლილებაზე. მაგალითად, შესაძლებელია ერთ ქუჩაზე საპირისპირო მხარეს არსებულ კომერციულ ფართებს სხვადასხვა ფასი ჰქონდეთ. მსგავს შემთხვევებს კომერციული ფართების სპეციფიკა განაპირობებს. თუ სავაჭრო ობიექტი ხალხმრავალ და მოძრავ ადგილზეა, ის საკმაოდ ძვირად ფასობს. ცენტრალურ უბანში კომერციული ფართის ფასი შესაძლოა მოთხოვნიდან გამომდინარე ყოველთვის გაიზარდოს. ახალაშენებულ კორპუსებში, რომელის კომერციული ფართი ქუჩის პირასაა, მოთხოვნა დიდია, რაც თავის მხრივ ზრდის ფასს. ასევე პარკინგის არსებობაც ხშირ შემთხვევაში ზრდის ღირებულებას, განსაკუთრებით დღეს ქალაქში არსებული საცობების ფონზე, ეს დიდი კომფორტი და უპირატესობაა. 

თუ კომერციული ფართი ხალხმრავალ უბანშია ის სწრაფად იყიდება, რადგან დიდი სააფთიაქო ქსელები ან ცნობილი ბრენდები სწრაფად ყიდულობენ ან ქირაობენ მათთვის საინტერესო ფართს. ბოლო წლებში კომერციული ფართები ძალიან გააძვირა უცხოელი ინვესტორების გაზრდილმა რაოდენობამ. 

დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში

ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.

ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?

დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.

რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა

რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?

ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი

მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები

მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.