სიახლეები
თეთრი ფერი ინტერიერში
ინტერიერში ფერები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავეჯი, სტილი და დეკორის ელემენტები. ფერები განაგებენ სახლის სტილს, იერს, სძენენ მას ხიბლს და ხშირად ბინის მფლობელზეც უამრავ საიდუმლოსაც გვიმხელენ. დღეს ვისაუბროთ თეთრი ფერის დადებით თვისებებზე და გავიგოთ როგორ შევქმნათ თეთრი ფერის ინტერიერი.
1. ფერთა გამა
თეთრი ფერის ინტერიერის შექმნის დროს სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ, რადგან ბევრი სითეთრე ინტერიერს ცივ და არამყუდრო იერს სძენს.
თეთრი ფერი თავის თავში მთელ ფერთა გამას აერთიანებს, ის ადამიანების უმეტესობასთან რაღაც ცივთან ასოცირდება. თუმცა თეთრი ფერი შეიძლება იყოს თბილი და შეიცავდეს ლურჯ, ვარდისფერ, ყვითელ და თუნდაც მწვანე ტონებს.
თეთრის სხვადასხვა ტონების გამოყენებას ინტერიერის სხვადასხვა სტილისთვის.
თეთრ ინტერიერში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რადგან არ არის ლამაზი როცა ინტერიერი ერთ ტონშია. უკეთესი იქნება თუ თბილ თეთრ ფერს გამოვიყენებთ ავეჯისთვის, ხოლო ცივს კედლებისთვის.
სხვა ყველა ფერი თეთრ ფონზე კიდევ უფრო ყვირის, ამიტომ ინტერიერში არ შემოიტანოთ ძალიან ღია ფერის დეტალები.

2. ხე
ყავისფერი თეთრს ძალიან უხდება, ამიტომ ხის ელემენტები თეთრი ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა.
თეთრი ფერის ოთახის მოწყობისას სასურველი იქნება თუ ინტერიერში ხის დეტალებს შემოიტანთ. ეს დეტალები ოთახს მრავალფეროვნების გარდა საინტერესო და მყუდრო იერს სძენს.

3. განათება
არ დაგავიწყდეთ, რომ განათებას ინტერიერში უამრავი რამის შეცვლა შეუძლია. მით უმეტეს, როდესაც თეთრი ფერის ინტერიერზე ვაჩერებთ არჩევანს, ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
თეთრი ფერის ოთახში ნეიტრალური განათებაა საჭირო. თეთრი ისედაც აქტიური ფერია ცივი განათება კი ზედმეტად ცივ ინტერიერს შექმნის. ნეიტრალური და თბილი ნათება კი ინტერიერში ასევე სითბოსა და კომფორტს შემოიტანს.

4. მცენარეები
მწვანე სიცოცხლისა და ენერგიის ფერია, ამიტომ მას თეთრ ინტერიერში მეტი სიცოცხლე შემოაქვს. შეიტანეთ ოთახში მწვანე ფერის დეტალები და მარადმწვანე მცენარეები ეს თქვენს ბინას ენერგიასა და დადებით განწყობას შემატებს.

5. განსხვავებული ტექსტურა
იმისთვის, რომ თეთრი ინტერიერი საავადმყოფოს არ დაემსგავსოს ერთ ოთახში გამოიყენეთ თეთრის სხვადასხვა ელფერი და სხვადასხვა ტექსტურა.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ყველაფერს თეთრად შევღებავთ, სივრცეში სიმყუდროვეს დაკარგავთ. ამიტომ ინტერიერის "შესარბილებლად" გამოიყენეთ სხვადასხვა ფერები და სტრუქტურები.

კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის კომერციული ფართი თბილისში? გაეცანით ლოკაციის, ფართობისა და შემოსავლიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს
60 000 კვ.მ მწვანე სივრცე - როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში?
როგორ აუმჯობესებს მწვანე გარემო ყოველდღიურ ცხოვრებას და რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმვისას?
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.