სიახლეები
როგორ დავგეგმოთ ბინის შიდა სივრცე - 7 რჩევა
ბინის დაგეგმარება ეს თავგადასავალია. თითოეული ბინა ინდივიდუალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად აღიქვათ და კარგად შეაფასოთ მისი შესაძლებლობები. დღეს ყველას სურს ბინა, რომელიც საკუთარ გემოვნებაზე, მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული და ამავდროულად არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებსა და მოთხოვნებს. ამ მიზნების მისაღწევად ბინა თავიდანვე სწორად უნდა დაგეგმოთ, თუ მთელ თქვენ დროსა და რესურსს სწორად მიმართავთ სასურველს მარტივად მიაღწევთ.
გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც ბინის დაგეგმარებისა და მოწყობის პროცესს უფრო მარტივსა და ამავდროულად სასიამოვნოს გახდის:
სწორად აღიქვით სივრცე
სივრცის აღსაქმელად ფართი უნდა შეამოწმოთ შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
- ფანჯრების რაოდენობა;
- ჭერის სიმაღლე;
- ბუნებრივი განათება;
- კონსტრუქცია - კოლონისა და საკომუნიკაციო შახტების განლაგება. მათ ბინის არჩევისას დიდ მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კონსტრუქციული ნაწილის შეცვლა და მისი კორექტირება შეუძლებელია.
განსაზღვრეთ პრიორიტეტები
წარმოიდგინეთ, როგორი ბინა გსურთ, როგორია თქვენი ოცნების საცხოვრებელი და რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად? ამ კითხვაზე პასუხის დახმარებით თქვენ დიდ ნაბიჯს გადადგამთ საბოლოო შედეგის მისაღებად. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რამდენი საძინებელი გსურთ, როგორ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას, სტუდიოს ტიპის სივრცე გირჩევნიათ თუ იზოლირებული მისაღები? მნიშვნელოვანია ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს.
სივრცის ზონირება
ბინის დაგეგმარებისას აუცილებელია სწორი ზონირება, რათა დანიშნულების მიხედვით გამოყოთ სივრცე ერთმანეთისგან და შექმნათ ბინაში სიმყუდროვე და სასიამოვნო ატმოსფერო. ამისთვის ყველა ოთახი და ზონა ინდივიდუალური და ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს. სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობისას მარტივად, შეგიძლიათ მისაღების და სამზარეულოს ერთმანეთისგან გამოყოფა. ასევე საძინებელში სამუშაო კუთხის მოწყობისას თავისუფლად შეგიძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კუთხე შექმნათ. დღეს თანამედროვე დიზაინი საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა მეთოდით როგორიცაა: ღია თაროები, მცენარეები, ტიხრები, განსხვავებული ჭერი ან კედლის ფერები ერთმანეთისგან გამოვყოთ.
წარმოიდგინეთ ავეჯის განლაგება
გეგმარებისას ხშირად მთავარი აქცენტები კედლებსა და ჭერზე კეთდება, თუმცა ავეჯის დადგმის შემდეგ ინტერიერი სრულიად სხვა სახეს იღებს. ავეჯის წინასწარი განლაგების და მონახაზის წარმოდგენა, ინტერიერისთვის შესაფერისი ავეჯის შერჩევაში გვეხმარება. ამისთვის აუცილებელია წინასწარ განსაზღვროთ როგორ განალაგებთ სამზარეულოს ავეჯს და ტექნიკას, სად უნდა განთავსდეს მაგიდა, რამდენი სკამის დადგმას აპირებთ, კიდებთ თუ არა ტელევიზორს ან შემოგაქვთ თუ არა სივრცეში დამატებით დეკორაცია. თუ ამ დეტალებზე თავიდანვე მოახდენთ კონცენტრირებას, მიხვდებით რამხელა ადგილი გრჩებათ ასათვისებელი ან გიწევთ თუ არა უარის თქმა გარკვეულ ნივთებზე.
სივრცის აღქმა
ხშირად ყურადღება მხოლოდ ოთახის კვადრატულობას ექცევა, რაც დღეს არასწორი მიდგომაა. უნდა აღიქვათ ოთახის ფორმა, მისი გაბარიტები და მოარგოთ ინტერიერი ბუნებრივი განათების წყაროებს. თუკი თავიდანვე განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და სწორად აღვიქვამთ სივრცეს, შეძლებთ ბინისაგან მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ და საკუთარ გონებაში თავიდანვე გქონდათ წამოდგენილი.
სწორი განათება
სივრცე კარგად უნდა იყოს განათებული. არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ნახევრად ბნელი და ჭრელი განათება. ხშირად გამოიყენეთ დიზაინში სარკეები, რომ მათ აირეკლონ სინათლე და სივრცემ უფრო ნათელი ელფერი მიიღოს. დაბალი ჭერის შემთხვევაში, არ ღირს ძველებური სტილის დიდი ჭაღების გამოყენება. ყველაზე ეფექტური თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის ჭაღი ან ჭერში ჩამონტაჟებული ნათურებია.
შეაგროვე იდეები
არასდროს არ არის გვიანი ახალი იდეების, სტილისა და ინფორმაციის მიღება. დააკვირდი სოციალურ ქსელში და სხვადასხვა დიზაინის ვებგვერდებზე არსებულ კონტენტს. დააკვირდით სტილს, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, დააკვირდით მათში გამოყენებულ ფერებს, ორნამენტებს, განლაგებას. შესაძლოა სრულებით ახალი და განსხვავებული სტილიც კი აღმოაჩინოთ. აირჩიეთ და მოინიშნეთ თითოეული დეტალი, რათა საკუთარი სახლისთვის უნიკალური დიზაინი შექმნათ.
პატარა ბინა – დიდი კომფორტი
პატარა, კომპაქტური ბინები სულ უფრო პოპულარული ხდება
დიდი ბინის უპირატესობები - გადაწყვეტილება თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის
ყველას გვინდა ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობთ
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე
დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება