სიახლეები
ყველაზე მოთხოვნადი უბანი - დიდი დიღომი
დედაქალაქში მრავალრიცხოვანი მშენებლობების მიუხედავად უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. დეველოპერები ითვალისწინებენ მომხმარებლების სურვილებსა და ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციას, რომლის მიხედვითაც გეგმავენ საცხოვრებელი კორპუსისა თუ კომპლექსების მშენებლობას. ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური გახდა უბნის ტიპის დასახლების ან საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში თავს იყრის: საცხოვრებელი სახლი, რეკრეაციული ზონა, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი, რაც პოტენციურ მობინადრეს მაქსიმალურ კომფორტსა და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს. შესაბამისად მომხმარებლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოლოდინებიც იზრდება, რაც საბოლოოდ ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს.
ექსპერტების ვარაუდი 2023 წელს ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შესახებ მართლდება. თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 2,840 ლარს გაუტოლდა. რაც წინა თვესთან შედარებით 3%-ით, წელთან შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შედარებით ქირის ღირებულება 5.1%-ით გაიზარდა და 32.75 ლარს მიაღწია. 2022 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით კი გასაქირავებელი ფასი 125%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის თებერვლის თვის მონაცემების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობამ იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. ყველაზე მოთხოვნად უბნად კი დიდი დიღომი დასახელდა, რომელიც ასევე გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით, წინა წელთან 8%-იანი ზრდით. 2023 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ნაძალადევში (+250%), დიდუბესა (+64%) და გლდანში (+37%) დაფიქსირდა.
გაგაცნობთ სტატისტიკას, თუ რა კვადრატულოობის ბინებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და როგორია მათი პროცენტული წილი 2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების მიხედვით:
- 75 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის ბინები - 71%;
- 50 კვადრატული მეტრიდან 75 კვადრატულ მეტრის ფართობის ბინები - 41%;
- 125 კვადრატულ მეტრზე მეტი - 6%.
კომერციული ფართი - როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი სივრცე?
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის კომერციული ფართი თბილისში? გაეცანით ლოკაციის, ფართობისა და შემოსავლიანობის შეფასების ძირითად კრიტერიუმებს
60 000 კვ.მ მწვანე სივრცე - როგორია ცხოვრება ასეთ გარემოში?
როგორ აუმჯობესებს მწვანე გარემო ყოველდღიურ ცხოვრებას და რა მნიშვნელობა აქვს მას თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების დაგეგმვისას?
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.