popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ინტერიერის დიზაინი - უფრო მეტი ვიდრე ლამაზი გარემო
01.05.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

ინტერიერის დიზაინი - უფრო მეტი ვიდრე ლამაზი გარემო

სახლის ინტერიერის დიზაინი ფუნქციური, ლამაზი და კომფორტული სივრცეების შექმნის ხელოვნებაა. ის მოიცავს: ფერების სქემებს, ავეჯის და მის განლაგებას, განათებას, აკუსტიკასა და სხვა უამრავ დეტალს, რომელიც თქვენ სახლს განუმეორებელ ელფერსა და სიმყუდროვეს სძენს.

ინტერიერი არ არის მხოლოდ სახლის ვიზუალური მხარე, ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არქიტექტურაში. საბოლოო ჯამში, სივრცის ვიზუალს და მისი მოწყობის სპეციფიკას დიდი გავლენა აქვს თქვენი სახლის ფუნქციონალურობაზე. 

ინტერიერი

სწორად და ლამაზად დაპროექტებული სახლი ცხოვრების ყოველდღიური  აურზაურისგან ჩვენი საიმედო თავშესაფარია. ამიტომ გახსოვდეთ, რომ სახლის ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ გარეგნობა - ეს არის სივრცის შექმნის ოსტატობა. სწორად დაგეგმილი ინტერიერი გაძლევთ სივრცე, რომელიც კარგად გამოიყურება და ამავდროულად ფუნქციურიც არის.

ინტერიერის დიზაინის მრავალი სტილი არსებობს და თითოეულს საკუთარი უნიკალური მახასიათებლები აქვს. თითოეულ სტილს სახლში სხვადასხვა განწყობა და ხასიათი შემოაქვს. 

სამზარეულო

სივრცის გამოყენება დიდ გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ ვგრძნობთ თავს, როდესაც შიგნით ვართ. ამიტომ, ნებისმიერი ახალი შენობის ან რემონტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც არქიტექტურა, ასევე ინტერიერის დიზაინი.  

სახლი არის ადგილი სადაც ვმუშაობთ, გვძინავს, ვერთობით და ვცხოვრობთ. ასეთ სიტუაციაში, ყოველი კუთხე, ყველა ობიექტი, რომლითაც ჩვენ გარშემორტყმული ვართ, რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

აბაზანა

ადამიანებს, რომლებსაც სახლში უფრო მეტი დროის გატარება უწევთ, ცდილობენ ბუნებასთან კავშირის გამყარებას. სწორედ ამ მოთხოვნილებამ წარმოშვა ბუნებით შთაგონებული ზედაპირები და ობიექტები - ქვის ჭურჭელი, ტერაკოტა, მარმარილო, ტრავერტინი. ყველა ეს და ბევრი სხვა მასალა გამოიყენება სააბაზანოებში, ავეჯისთვისა და დეკორატიული ნივთებისთვის. გადაუმუშავებელი, ფოროვანი, ორგანული მასალების ნედლეული, მათი არასრულყოფილი ბუნება შიდა სივრცეს მეტ სიღრმესა და სულს მატებს და გარე სამყაროს დამამშვიდებელ, აღმდგენ ატმოსფეროს წარმოქმნის, რაც დღევანდელი სწრაფი ცხოვრების რიტმის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში

ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.

ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?

დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.

რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?

ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა

რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?

ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი

მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები

მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.