სიახლეები
როგორ დავრწმუნდეთ სამშენებლო კომპანიის საიმედოობაში?
დღეს ყველა ადამიანს სურს ქონდეს საკუთარი სახლი, სადაც დასვენების და ცხოვრების ბედნიერი წამების გაატარების შესაძლებლობა ექნება. შესაბამისად ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საცხოვრებელი ადგილის შერჩევას, რომელიც ჩვენ ყველა მოთხოვნასა და სურვილს დააკამაყოფილებს, რაც ხშირად ხანგრძლივ პროცესად გადაიქცევა, რადგან არც ვიცით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
თუ მშენებარე საცხოვრებელი ფართის შეძენას გეგმავთ, სწორი ინვესტირების გასაღები სამშენებლო კომპანიის შერჩევაა, ამ ბლოგში გაიგებთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სამშენებლო კომპანიის შერჩევისას.
გამოცდილება
კომპანიები, რომლებიც ბაზარზე რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს, საზოგადოებაში დიდ ნდობას იწვევს, რაც თავის მხრივ სანდოობას და მომხმარებლის მხრიდან დადებით მუხტს იწვევს. დეველოპერული კომპანიის სამუშაო გამოცდილების და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალური ვებგვერდიდან შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თქვენ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დასრულებული პროექტების შესახებ, რათა საკუთარი დასკვნები გამოიტანოთ კომპანიის საიმედოობისა და მის მიერ აშენებული საცხოვრებლები პროექტების ხარისხის შესახებ.
ცნობადობა და საჯაროობა
დეველოპერული კომპანია, რომელიც საკუთარი სამუშაოს ხარისხში დარწმუნებულია, ყველანაირად ეცდება, რომ თვალსაჩინო და სრულად გამჭვირვალე იყოს. დაინტერესებულ ადამიანს მარტივად შეუძლია კომპანიის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია, რაც უფრო მეტი პუბლიკაცია მოიპოვება კომპანიის შესახებ მით უფრო სანდოა სამშენებლო კომპანია.
ნებართვის დოკუმენტაცია
ბინის შეძენამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებელია კომპანიისა და პროექტის დოკუმენტაციის გაცნობა. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:
- საპროექტო დოკუმენტაცია;
- მშენებლობის ნებართვა;
- საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიწის ნაკვეთის შესახებ;
- წინარე და ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულებები.
საცხოვრებლის ღირებულება
თუ საცხოვრებლი ბინის კვადრატული მეტრის ღირებულება ზედმეტად დაბალია ეს უკვე ეჭვის საფუძველს იწვევს, რადგან კომპანიას რომლებსაც ნაღდი ფული სასწრაფოდ სჭირდებათ, ბინებს ძალიან იაფად ყიდის. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი სამშენებლო კომპანიაა წარმოდგენილი, თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ყველა კომპანია ვერ აკმაყოფილებს.
''ალფა სახლი'' პროფესიონალ, მაღალი ღირებულებების მქონე გუნდთან ერთად სამშენებლო სფეროში ორი ათწლეულია პოზიციონირებს და ქმნის კომფორტულ, ხარისხიან - ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტებს. ჩვენი ყველა პროექტი საუკეთესო ადგილმდებარეობით და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომაც ჩვენი ყველა პროექტი იდეალურია, როგორც საცხოვრებლად ასევე კომერციული მიზნებისთვის.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ