popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
როგორ შევქმნათ ბინაში დამატებითი სივრცე?
15.09.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორ შევქმნათ ბინაში დამატებითი სივრცე?

ყველა ადამიანს სურს რომ საცხოვრებელი ბინა უფრო დიდ და ნათელი გამოჩნდეს, ამისთვის რამდენიმე კარგი ხერხი არსებობს, რომლისთვისაც დიდი ბიუჯეტის გამოყოფა სულაც არ არის საჭირო. სწორი გეგმარება, ფერები, დეკორი ამ ყველაფერში ნამდვილად დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ საცხოვრებელი უფრო მყუდრო გახადოთ, საკუთარი სურვილისა და ფანტაზიის მიხედვით მოაწყოთ საცხოვრებელი სივრცე. 

მისაღები

პირველ რიგში, ოთახებში გამოიყენეთ ერთნაირი იატაკი, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი არ არის და სივრცეს უფრო დიდი ჩანს. თუ გაქვთ შესაძლებლობა სამზარეულო და მისაღები ოთახები გააერთიანოთ, ამით თავს აარიდებთ ზედმეტ კედლებსა და ოთახებს შორის სივიწროვეს.

ფერების არჩევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან შესაბამისი ფერების პალიტრის შერჩევით, თქვენს ოთახებს ორმაგ სივრცესა და სინათლეს მიანიჭებთ, რომელიც თქვენ განწყობაზე დადებითად აისახება. თუ თქვენი სამზარეულო პატარა ზომისაა, სივრცის გასაზრდელად შეგიძლიათ ღია ფერის იატაკი, კედლები და ავეჯი გამოიყენოთ, რომელსაც საინტერესო და ორიგინალურ დეკორს შეუხამებთ. 

საბავშვო ოთახი

ეფექტური და ძალიან ორიგინალურია ოთახებში ერთი და იმავე ფერის გამოყენება. თუ ყოველი ოთახი თეთრია, თვალი მათ მთლიანობაში აღიქვამს და დამატებითი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. ამავდროულად სიმშვიდის შეგრძნება გეუფლებათ და თავს უფრო დაცულად გრძნობთ. 

კარგი იქნება თუ შეინარჩუნებთ დაბალანსებული ზომების მქონე ავეჯს, მოერიდეთ ზედმეტად დიდი ნივთების შეძენას და კარგად განსაზღვრეთ თუ რა ზომისა და ფერის ავეჯია ყველაზე კარგი თქვენი სივრცისთვის. კარგი იქნება თუ მონახაზს წინასწარ შექმნით, რათა ფერები, სტილი და მასალა ვიზუალურად გქონდეთ წარმოდგენილი და იცოდეთ საბოლოოდ რა სურათს მიიღებთ.

საძინებელი

დიდი სარკე სივრცის ილუზიას ყველაზე მარტივად ქმნის. მისი დახმარებით მარტივად შეიძლება ოთახის ცარიელი ნაწილი გამოცოცხლდეს და ინტერიერმა სიღრმე შეიძინოს. შესაძლებელია გამოიყენოთ აბაზანაში, საძინებელში, მისაღებში და სამზარეულოში. სარკე არამხოლოდ დეკორატიული ელემენტია, ის ბევრ ფუნქციას ითავსებს:

  • შემოაქვს სინათლის ელემენტები;
  • ქმნის ფანჯრის ეფექტს;
  • ზრდის სივრცის აღქმას;
  • ორიგინალური და დახვეწილი დეკორია. 

სველი წერტილი

რაც მთავარია და არ უნდა დაგავიწყდეთ - მოერიდეთ ქაოსს და არ გადატვირთოთ ბინა. გახსოვდეთ დაბალანსებული და მშვიდი სივრცის გასაღები მინიმალიზმია. 

როგორ აძლიერებს მწვანე სივრცეები ცხოვრების ხარისხს?

“სხვა უბანი” - კომფორტი, სიმშვიდე და მწვანე სივრცეები ერთ სივრცეში.

დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!

დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.

2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!

ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.

ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია

ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები

უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია