სიახლეები
4 ყველაზე სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენი სახლისთვის
სუნის შეგრძნება საკმაოდ სუბიექტურია, იმ გაგებით, რომ ის განიცდება არა როგორც ჩვენგან დამოუკიდებელი ობიექტი (როგორც, მაგალითად, ფერი), არამედ როგორც ჩვენში (ჩვენს ორგანიზმში) შემოტანილი რამ და ამიტომ განიცდება ემოციურად.
სუნის ამ სუბიექტურ ელფერთან არის დაკავშირებული ის გარემოება რომ სუნის აღმნიშვნელი სახელები, განსხვავებით ფერისა და გემოს აღმნიშვნელი სახელებისგან, არც ერთ ენაში არ არსებობს. სუნს იმ საგნების მიხედვით აღნიშნავენ, რომელსაც ეს სუნი ასდის.
მაგალთად, სუნი სიმყუდროვისა და „საკუთარი“ სახლის შეგრძნების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ბინაში არომატების გასავრცელებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ჯანსაღი და ლამაზი ოთახის მცენარეების დახმარებაა. ეს მარტივი და ნატურალური მეთოდია სახლის სასიამოვნო, ნაკლებად მოსაბეზრებელი სუნით ასავსებად.
- ციტრუსი
შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ის არა მხოლოდ ლამაზი და არომატული მცენარეა, არამედ ნაყოფსაც იძლევა. ყურადღება მიაქციეთ ლიმონს, რომლის ყვავილის არომატი ადამიანს სიმშვიდეს გვრის. თუ ოფისში დადებთ, შეამჩნევთ, რომ სტრესული სამუშაო სიტუაციები შემცირდება. გარდა ამისა, მცენარე გამოგადგებათ საძინებელსა და მისაღებ ოთახებშიც. ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს სახლის პირობებში ხშირად ზრდიან. მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის ფოთლებს, ყვავილებსა და კვირტებს, სასიამოვნო არომატი აქვს. ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს სახლის პირობებში ხშირად ზრდიან ხეების არომატი თქვენს სახლში სასიამოვნო სუნს დააყენებს. ციტრუსის ხეს უყვარს წყალი, მზის სხივები, ტენიანი გარემო და ბევრი სასუქი.

- ჟასმინი
ჟასმინი, რომელიც არაერთი განსხვავებული სახეობითაა წარმოდგენილი, თქვენს საძინებელში თავს კომფორტულად იგრძნობს. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს, გამოღვიძებისას კი თავს მხნედ გაგრძნობინებთ. გარდა ამისა, ჟასმინი ადვილი მოსავლელია. ამ მზისმოყვარულ მცენარეს მიუჩინეთ ადგილი ოთახის იმ კუთხეში, რომელსაც ყველაზე უხვად ხვდება მზის სხივები. თუმცა, ზაფხულობით მწველ მზეს თხელი ფარდით მოარიდეთ. მცენარე პატარა ყვავილებით სახლს საოცარი არომატითა და სილამაზით აავსებს.

- ყავის ხე
ყავის ხის სახლში გახარება სრულებით შესაძლებელია. მისი ჯუჯა სახეობა - ნანა - ოთახში დაახლოებით 1მ სიმაღლის იზრდება. თუ მოვლის ყველა პირობის დაცვით, მცენარე აყვავდება და შემდეგ ყავის მარცვლების მცირე მოსავალსაც მოისხავს. აყვავებული ყავის ხის არომატი ძილიანობასა და დაღლილობას მოგაშორებთ, შემოქმედებით შესაძლებლობას გაზრდის და სამუშაო განწყობას შეგიქმნით, მეხსიერებასა და აზროვნებას გაააქტიურებს.

- მურაია
ეს პატარა ბუჩქი მარტივად შეიძლება დაემსგავსოს ჯუჯა ხეს. მას თეთრი, ძალიან არომატული ყვავილები აქვს. ისინი თითქოს ცვილით არის დაფარული და მათი ყვავილობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.
სახლის პირობებში ის მხოლოდ ნახევარი მეტრი იზრდება. განსხვავებული და უჩვეულო იაპონური იერი მას თანამედროვე ინტერიერის გამორჩეულ ელემენტად აქცევს. მურაიას ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟასმინის არომატი აქვს. ის მარტივი მოსავლელია. მცენარეს უყვარს მზე, მაგრამ არა მისი პირდაპირი სხივები. ყვავილობისთვის მას 12 საათიანი სინათლე სჭირდება.

რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე 90-100 კვ.მ ბინა ალფა სახლში, 25-30 კვ.მ საჩუქრად, ხელმისაწვდომი თვიური გადასახადით და რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობით
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით