სიახლეები

უძრავი ქონება - რა ხდება ბაზარზე დღეს?
უძრავი ქონების ფასები მუდმივად იცვლება, დღეს თუ ბინა გაქვთ გაგიმართლათ, რადგან ფლობთ აქტივს, რომლის ფასიც ყოველდღიურად იზრდება. 2024 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულმა რაოდენობამ განაპირობა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რასაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს უჭირავს. ამასთან, მნიშვნელოვანი 4%-იანი წილი უკავია ჯამურ გაყიდვებში რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს. დღეს ბაზარზე არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძრავ ქონებაზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება. 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც 2024 წელს სრულდება, დარჩენილია გასაყიდი ბინების მხოლოდ 18%.
გაყიდული ბინების რაოდენობა და ბაზრის ზომა
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 9506 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ჯამურად აღნიშნულ კვარტალში 717.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება გაიყიდა (+2.5% წ/წ და - 2.4% წ/წ, შესაბამისად). ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ძველ პროექტებში 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით შემცირდა. პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი:
- გარეუბნებში 8%-ით გაიზარდა;
- ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა;
- ხოლო ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს - მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში გარეუბნებსა და ფართო ცენტრში 10%-ით, ქალაქის ცენტრში კი 7%-ით გაიზარდა.
ბინის ღირებულება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% პროცენტი შეადგინა, რაც 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 41.3%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლის სეგმენტში 1 მ2 მედიანური ღირებულება უბნების მიხედვით ასეთია:
- მთაწმინდა - 5578 ლარი;
- ვაკე - 4866 ლარი;
- საბურთალო - 3837 ლარი;
- კრწანისი - 3585 ლარი;
- ჩუღურეთი - 3473 ლარი;
- დიდუბე - 3446 ლარი;
- ნაძალადევი - 3383 ლარი;
- ისანი - 3338 ლარი;
- გლდანი - 3200 ლარი;
- სამგორი - 3041 ლარი.
ქირა
2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია ნარჩუნდება.
სამშენებლო ნებართვები
საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვების ოდენობა 13.5%-ით გაიზარდა და 2 492 დეკლარირებულ ნებართვას მოიცავს. ჯამურად გაცემულია 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა, რაც 2023 წლის ამ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი რაოდენობაა. გაცემული ნებართვების 74.3% მოდის საქართველოს 4 რეგიონზე:
- თბილისი - 48%;
- ქვემო ქართლის რეგიონი - 10.8%;
- მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 7.9%;
- კახეთის რეგიონი - 7.6%.
აღსანიშნავი ფაქტია, 2024 წლის პირველ კვარტალში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ექსპლუატაცია
2024 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 841 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ჯამური ფართი არის 805.1 ათასი კვ.მ, რაც წინა წლის პირველ კვარტალტან შედარებით 49.2%-იანი ზრდაა. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, 39% თბილისზე, 14.6% - მცხეთა-მთიანეთის, 11.7% - კახეთისა და 9.3% - იმერეთის რეგიონზე.
რატომ ღირს აივანში ფულის გადახდა?
აივანი არასოდეს უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან ის მხოლოდ დამატებითი სივრცე არ არის
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ჩემპიონი უბნები
ეს ორი უბანი მაღალი ცხოვრების ხარისხს და სამომავლოდ დიდ მოგებას გპირდებათ
როგორ დავზოგოთ კომუნალური ხარჯები 50%-ით? - თბოიზოლაციის საიდუმლო
უნდა გახსოვდეთ, რომ თბოიზოლაცია არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში ფინანსური სარგებლის გარანტიაა
როგორ მოვაწყოთ სხვადასხვა ზომის ბინა იდეალურად?
ბინის ინტერიერის იდეალურად მოწყობა, მისი ზომის მიუხედავად, დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია