*7171
back-arrow
როგორია დიდი დიღმის საინვესტიციო პოტენციალი?
25.06.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორია დიდი დიღმის საინვესტიციო პოტენციალი?

თბილისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დიდი დიღომი სწრაფად მზარდი უბანია, დედაქალაქის ფართო ცენტრის ნაწილი, რომელიც საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

უკანასკნელი წლების მონაცემებით ის ლიდერია ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორის საინვესტიციოდ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა გასულ წელს საბურთალოსა და დიდ დიღომში აშენდა. ამავე წლის მონაცემებით ახალ აშენებული ბინების გაყიდვებით დიდი დიღომი მეორე ადგილს იკავებს.

თბილისის ყველაზე ახალგაზრდა უბანი, ამ ეტაპზე მოიცავს:

  • 4 მიკრორაიონს;
  • კერძო დასახლებას;
  • ე.წ. ამერიკულ სოფელს;
  • საუნივერსიტეტო დასახლებასა.

დიდი დიღომის განაშენიანება და დაგეგმარება მოხდა 1980-იან წლებში. 1986-1990 წლების შუალედში აშენდა პირველი და ნაწილობრივ მეორე მ/რ-ები (პროექტის მიხედვით უნდა ყოფილიყო 7 მ/რ, 250 ათას მცხოვრებზე). ითვლებოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ აქ ბინები შედარებით ნაჯერ საზოგადოებას გადასცა, რამაც მაშინვე დააყენა დიდი დიღომი გარეუბნებზე მაღალ პოზიციაზე. 1990-იან წლებში ვაკე-საბურთალოს შეჭირვებული ზედა საშუალო ფენა და შეძლებული კლასი დიდ დიღომში გადადის. 2000-იან წლებში უბანი დიდ იმპულსს იძენს და ეწყობა ახალი მშენებლობების ნამდვილი პოლიგონი. 

პირველი საცხოვრებელი კორპუსები 1987 წელს ჩაბარდა. დიდი დიღომი საბჭოთა განაშენიანების მოდერნისტული ტიპის კლასიკური ნიმუშია. აშენდა 9 და 16 სართულიანი მსხვილპანელიანი, სინკარულ-კარკასული ტიპის თუ მონოლითური შენობები. წარსულში უბნის მთავარი გამოწვევა ტრანსპორტირება იყო, თუმცა განვითარების სწრაფმა ტემპმა ეს პრობლემა გადაჭრა. დღეს უბნის ნებისმიერი ნაწილიდან ზედმეტი გართულებების გარეშე შეგიძლიათ მოხვდეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

მოთხოვნის შესაბამისად, დიდ დიღომში უძრავი ქონების ფასი ყოველდღიურად იმატებს და დღეს 1 კვ.მ. ბინის ფასი 3287 ლარს აჭარბებს. ეს ციფრი ბოლო 10 წელიწადში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. იზრდება გაქირავების ფასიც (2020 წელს 19%-ით). ყველაფერი დიდი დიღმის ძალიან მაღალ საინვესტიციო პოტენციალს უკავშირდება. უბანი ოაზისად იქცა დასავლეთ საქართველოდან მიგრირებული სამსახურის მაძიებელთათვის, ვაჭარ-ხელოსნების, უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტებისთვის.

დიდი დიღომის გარშემო ფუნქციონირებს:

- თავისუფალი, შავი ზღვის საერთაშორისო და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტები - სტუდენტების სიჭარბე უზრუნველყოფს სტაბილურ მოთხოვნას ბინის გაქირავებაზე;

- უბანში არაერთი პრესტიჟული კერძო სკოლაა. თვალშისაცემია ზრუნვა მწვანე სივრცეების აქტიურ მოწყობაზე. უახლოეს წლებში კომპანია ალფა სახლი გეგმავს 6 ჰექტარზე მეტი მწვანე სივრცის მოწყობას, მის ახალ პროექტ - სხვა უბანში;

- იოანე პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, ფარნავაზისა და მირიან მეფის ფართო ქუჩების გარშემო, თანმიმდევრულად განაშენიანებული უბანი, მარტივ განლაგებას ქმნის, რომლებიც ადვილად უკავშირდებიან ერთმანეთს.

დიდი დიღმის მიმზიდველობას ისიც ცხადყოფს, რომ თუ რამდენიმე წლის წინ მისი მოსახლეობა 35 ათასს არ აღემატებოდა, ამჟამად 50 ათასს აჭარბებს. ყოველივე ზემო ხსენებული მსხვილი ინვესტორების ყურადღებასაც იპყრობს. უახლოეს წლებში განიხილება დიდ დიღომში, მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან ტრამვაის ხაზის გაყვანა, რაც მგზავრთა ნაკადს განტვირთავს. მოსახლეობის ზრდის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე უბანი, ეტაპობრივად ყალიბდება, როგორც ქალაქი-ქალაქში.

პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები

თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება

შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...

ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია

რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად

საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას

კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?

სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება