დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
აირჩიე ბუნებასთან სიახლოვე - დაისვენე შეკვეთილში
21.06.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

აირჩიე ბუნებასთან სიახლოვე - დაისვენე შეკვეთილში

შეკვეთილის კურორტი უნიკალურ კლიმატურ სუბტროპიკულ ზონას მიეკუთვნება, სადაც ზომიერი ჰაერის ტენიანობაა. სუბტროპიკული ჰავა განაპირობებს სწორედ კურორტის ბუნებრივ სიმდიდრეებს, როგორებიცაა: 

  • მზე;
  • თბილი ზღვა;
  • რბილი სუბტროპიკული ჰავა;
  • სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის სანაპირო.

აქ ზამთრის სეზონში თოვლი არ არის, ხოლო ზაფხული - თბილი და ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22.6 °C, ნალექების წლიური რაოდენობა 2096 მმ. ჰაერის საშუალო ტენიანობა 78%, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 20 000 საათია. მდიდარი სუბტროპიკული ბუნება ქმნის მნიშვნელოვან პირობებს დასვენებისა და მკურნალობისათვის.

კურორტი შეკვეთილის ბუნებრივი სიმდიდრე

საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტიდან შეკვეთილი ერთ-ერთია, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა სრულიად მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, საქართველოს სხვადასვხა კუთხეებიდან სამკურნლოდ ჩამოდიოდნენ. კურორტი მდიდარია სანაპიროზე მაგნიტური ქვიშით, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს. სანაპიროს მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. ქვიშების სამკურნალო თუ სხვა უნიკალური თვისებები პირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოსცადა საკუთარ თავზე. ქვიშის წყალობით სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან განკურნების ფაქტებმა დიდად დააინტერესა მედიკოსები, მკვლევარები და ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები.

მდინარემ ქვიშა აჭარის მთებიდან ჩამოიტანა, რომელიც ანდეზიტით იყო მდიდარი. მაგნიტური ქვიშის მაღალი სამკურნალო ეფექტურობის გამო ექიმებიც კი სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს უნიშნავენ და რეკომენდაციას უწევენ ასეთ სანაპიროზე „ქვიშის აბაზანების“ მიღებას. მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს - მაგნეტიტი 5% (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი - 4,5%, ილმენიტი - 4,5 , მონაციტი - 4,9, ცირკონი - 4,2%, გრანიტი - 4,3% და სხვა. ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია. 

კურორტის სამკურნალო ეფექტი აქვს არა მხოლოდ ქვიშიან სანაპიროს, არამედ ზღვის წყალსა და ჰაერსაც. ზღვის წყალი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ზღვის ჰაერს კი ახასიათებს მაღალი ხარისხის იონიზაცია, რაც ააქტიურებს ერითროციტების მუშაობას. შედეგად ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება მეტაბოლიზმი. იონიზაციის დამსახურებაა ისიც, რომ ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი. შეკვეთილში საზაფხულო სეზონი ივნისიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქვიშის აბაზანებს აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ის აძლიერებს ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. ქვიშის აბაზანების ამტანიანობა, მათ შორის ხანდაზმული ადამიანების მიერ, გაცილებით ადვილია, ვიდრე ამავე ტემპერატურის ტალახის აბაზანების. ცნობილია, რომ კოსმონავტებსა და მფრინავებს, რომელთაც დიდხანს უწევთ ფრენა ზებგერითი სიჩქარით, დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო და უწონობის პირობებში ყოფნა, ხშირად უვითარდებათ გლუვი კუნთების დაავადებები და აქედან გამომდინარე სხვადასხვა პათოლოგიები, მათ შორის იმპოტენცია. ასეთი პაციენტების რეაბილიტაცია რთულია ამიტომ, კურორტის მაგნეტიტური ქვიშის და რბილი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, დაავადებების მკურნალობა იქნება უფრო მარტივი და ეფექტური.

საქართველოს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის, ასევე საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო - კვლევითი და გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული კომპლექსური სამეცნიერო გამოკვლევები მოწმობს მაგნიტური ქვიშის მაღალ სამკურნალო ეფექტურობას შემდეგი დაავადებების დროს, როგორებიცაა:  

  • გულ-სისხლ ძარღვთა სისტემის დაავადებები - I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია და სხვა;
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები;
  • ბავშვთა დაავადებები - რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა. 
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები - რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები, ასევე პოსტტრავმატული რეაბილიტაცია;
  • ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები - დეპრესია, ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, ნევრალგია და სხვა;
  • ნივთიერებათა ცვლა;
  • ერითროციტების მუშაობა;
  • ჟანგვითი პროცესები;
  • თირკმლის ფუნქცია;
  • გლუვი კუნთების დაავადებები;
  • ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ. მაგნიტოთერაპიას ხანგრძლივობა უნდა იყოს უფროსებისათვის 10-დან 30-40 წუთი, ხოლო ბავშვებისათვის 5-დან - 15 წუთი. 

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და უნიკალური კურორტია, რომელიც ბავშვებიანი ოჯახებისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია. კურორტი დღითიდღე ვითარდება და იზიდავს დამსვენებლებს, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც.  

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა