სიახლეები

სამშენებლო ბაზრის განვითარების ტენდენციები და შიდა განვადების უპირატესობები
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის დროს სამშენებლო სექტორი გაყინული იყო. პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით 2000-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა. თბილისის ცენტრში გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები, თანამედროვე აქიტექტურული სტილით. წარსულში აპრობირებული პანელი, მონოლითურმა მშენებლობამ შეცვალა, სტანდარტული ერთფეროვნება ორიგინალურმა მრავალფეროვნებამ. ნელ-ნელა პროგრესს განიცდიდა ცივი საბჭოთა ურბანული ესთეტიკა.
2008-2009 წლების რეცესიამ სფერო ძლიერ დააზიანა. ბევრი კომპანია გაკოტრდა კიდეც. თუმცა დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდებოდა სამშენებლო ნებართვები და პარალელურად უძრავი ქონების ფასები. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თუ თავდაპირველად ბინის შეძენით ზედა სოციალური კლასი იყო დაინტერესებული, დროთა განმავლობაში ამის ამბიცია საშუალო კლასსაც გაუჩნდა. ამის მიზეზი ბევრ ფაქტორთან ერთად, პირველ რიგში ადამიანების ფინანსური სტაბილურობის გაზრდა და კომპანიების მიერ ახალი, საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე გათვლილი პირობების შემოთავაზება გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებელი აქვს (91% ეროვნული დონეზე, 86% თბილისში, რაც ევროკავშირის საშუალოდ 70%-ს ბევრად აღემატება) ბინაზე მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია. კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელში, საცხოვრისის მნიშვნელობა ოთხი ფუნდამენტური კეთილდღეობის პრინციპიდან ერთ-ერთია (სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, საცხოვრისი და განათლება). ბინა საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის (და არა მხოლოდ ქართველისთვის) კეთილდღეობისა და სტაბილურობის გარანტია. ეს ნამდვილად ასეა. ადამიანების დიდი ნაწილი ბინას მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობს, რომ საცხოვრისი არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ინვესტირება მოახდინოს უძრავ ქონებაში.
დღეს საქართველოში, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ბინის შესაძენი თანხა დროთა განმავლობაში დაფაროს. ამიტომ ბინის შეძენის მსურველთა უმეტესობა დგება არჩევანის წინაშე ბანკთან იპოთეკური სესხის გაკეთებასა და კომპანიასთან შიდა განვადებას შორის. შიდა განვადება გადახდის საშუალებაა, რომელსაც კომპანიასთან აფორმებთ მშენებლობის დასრულებამდე მოკლე ვადით (როგორც წესი 6 თვიდან 3 წლამდე). დეველოპერები მოითხოვენ წინასწარი შენატანის სახით ბინის ღირებულების 20%-ის დაფიქსირებას. ეს არის შესაძლებლობა თანხა ნაწილ-ნაწილ იხადოთ და გადახდის პროცესში გახდეთ მესაკუთრე.
ბოლო წლებში შიდა განვადებას თითქმის ყველა კომპანია შემოგთავაზებთ, თუმცა პირობები განსხვავებულია. მარტივად, რომ ვთქვათ შიდა უპროცენტო განვადება გაძლევთ მნიშვნელოვან უპირატესობას:
- ამ გზით მეტად ხელმისაწვდომია გახდე მესაკუთრე და თავი აარიდო საბანკო ბიუროკრატიას ან ცუდ საკრედიტო ისტორიას;
- დეველოპერული კომპანიები უფრო მოქნილ პირობებს გთავაზობენ ვიდრე ბანკები, რაც გაძლევთ საშუალებას მეტი მოგება ნახოთ;
- ხშირია, როდესაც შიდა განვადების პირობების მორგებას მყიდველზე კომპანია ახდენს. თქვენ შეგიძლიათ შედარებით მცირე თანხა გადაიხადოთ ყოველთვიურად ან მეტი კვარტლურად;
- ხანგრძლივ პერსპექტივაში თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად მოიგოთ, იპოთეკურ სესხთან შედარებით;
- შიდა განვადების დროს მომხმარებელსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის პირდაპირი ურთიერთობა მყარდება და მეტია ლავირების შესაძლებლობა;
- შიდა განვადების პირობის დარღვევებს მოჰყვება უფრო მსუბუქი შედეგები, ვიდრე იპოთეკური სესხისას. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად სტაბილურია, იპოთეკური სესხი ნაკლებად სასურველია.
საბოლოო ჯამში შიდა განვადება საუკეთესო გამოსავალია, თუ თქვენ გსურთ სწრაფად და მარტივად გახდეთ ბინის მესაკუთრე. "ალფა სახლში" შიდა განვადების დამტკიცებას მხოლოდ პირადობის მოწმობა სჭირდება, თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ზედმეტ საბანკო ბიუროკრატიასა და ცუდ საკრედიტო ისტორიას. გადახდის ეს საშუალება მიგნებაა მათთვის, ვისაც ფორმალურად შემოსავალი არ უფიქსირდება და აქვს საშუალება იპოთეკური სესხისგან განსხვავებით, მოკლე პერიოდში გახდეს სასურველი ბინის მფლობელი.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით