სიახლეები
ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ზღვაზე ცხოვრების იდეა ადამიანისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. ზღვის სანაპირო, თავისი უნიკალური ატმოსფეროთი და მრავალი სარგებლით, განსხვავებული გემოვნებისა და პრეფერენციების მქონე ადამიანებს იზიდავდა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია.
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი“ გთავაზობთ გამორჩეულ პროექტს შეკვეთილში.
რა უპირატესობებს გვთავაზობს "ალფა სახლი შეკვეთილში"?
- თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ისეთ ტურისტულ ზონაშია, სადაც სტუმრობისა და დასვენებისთვის ადამიანები თანხას იხდიან. თუკი ადგილობრივი არ ხართ და ზღვისპირა კურორტზე ბინა საკუთარი დასვენებისთვის გაქვთ, დასასვენებელ თანხას დაზოგავთ და წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეძლებთ რომ თქვენს საკუთარ ბინაში წახვიდეთ და დაზოგოთ თავისუფალი ბინის ძებნის რესურსები - დრო და ფული.
- შეგიძლიათ თქვენი ბინა ლოკაციიდან გამომდინარე აქციოთ შემოსავლის წყაროდ. შესაძლებელია, რომ თქვენს ბინას კომერციული დატვირთვა შესძინოთ სეზონურად გაქირავებით, თუმცა გარდა ამისა, საკურორტე ზონაში გასაყიდი ბინების ფასიც მზარდია და მისი გაყიდვის გადაწყვეტილებაც მომგებიანია მფლობელისთვის.
- სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით არ დაგჭირდებათ გამგზავრება და სპეციალურად დაგეგმვა იმისთვის, რომ ზღვის ტალღების ხმის ფონზე დაისვენოთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
- უძრავი ქონების ღირებულება - შავი ზღვის სანაპიროზე უძრავ ქონებაზე ბოლო ათეული წელი განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნაა. ქართული კულტურული ხიბლისა და ზღვისპირეთის ბუნებრივი სილამაზის შერწყმა ამ რეგიონს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის უძრავი ქონების დეველოპერებისთვისა და ინვესტორებისთვის.

შეკვეთილი არის ერთ-ერთი პოპურალური ადგილი, რომელიც დინამიური განვითარების პროცესშია. ინფრასტრუქტურის განვითარება - ახალი გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, რაც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ეკოლოგიური გარემო - ბევრი ახალი პროექტი გათვალისწინებულია მწვანე სივრცეებით, რაც საშუალებას იძლევა მეტად კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვროთ.
კომერციული პუნქტები - ახლომდებარე მაღაზიები, რესტორნები და სხვა მომსახურებები ცხოვრების ყოველდღიურობას უფრო მარტივს ხდის. მომავლში ღირებულების ზრდა - შეკვეთილი ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციის დაბრუნების შანსები მაღალია. სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" გთავაზობთ გამორჩეულ 5 სართულიან პროექტს შეკვეთილში ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.