სიახლეები

როგორ დავზოგოთ კომუნალური ხარჯები 50%-ით? - თბოიზოლაციის საიდუმლო
თბოიზოლაცია არის სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელიც შენობების თბოდანაკარგის შემცირებას უზრუნველყოფს, რაც შიდა სივრცის ტემპერატურის სტაბილიზაციას იწვევს. იგი ხელს უწყობს ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილის შენარჩუნებას თქვენს ბინაში. ამრიგად ეფექტური თბოიზოლაცია ამცირებს ენერგიის მოხმარებასა თუ კომუნალურ ხარჯებს და ზრდის კომფორტის ხარისხს. სწორად დამონტაჟებული თბოიზოლაცია შენობის გათბობის ხარჯებს 30-50%-მდე ამცირებს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა საკუთარი საცხოვრისის თბოიზოლაციას ადამიანები უძველესი დროიდან მიმართავდნენ. რასაკვირველია, თანამედროვეობაში ტექნიკური საკითხები მეტად დაიხვეწა, სტანდარტები კი გამკაცრდა. უკანასკნელ პერიოდში, სულ უფრო მეტი დეველოპერული კომპანია მიმართავს სინთეზური თბოიზოლაციის, მინერალური ბამბის, პოლიურეთანის ქაფის, პენოპოლიურეთანისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების გამოყენებას მშენებლობისას. მშენებელის მხრიდან კარგი თბოიზოლაციის მოწყობა საკმაოდ ხარჯიანია, რაც ბუნებრივია უძრავ ქონებას აძვირებს.
და მაინც რატომ არის თბოიზოლაცია მნიშვნელოვანი?
- ენერგოეფექტურობა – იზოლირებული შენობა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს გათბობისა და გაგრილებისთვის, რაც ამცირებს კომუნალური ხარჯებს;
- ეკოლოგიური სარგებელი – ნაკლები ენერგიის მოხმარება ნიშნავს გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას და ნახშირბადის ემისიის შემცირებას;
- ხმის იზოლაცია – ბევრი თბოიზოლაციის მასალა ასევე ხელს უწყობს აკუსტიკური იზოლაციის გაუმჯობესებას;
- ინვესტიციის ღირებულება – კარგი თბოიზოლაცია უძრავი ქონების ბაზარზე ზრდის ბინის ფასს.
სამშენებლო კომპანია ალფა სახლი იყენებს უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციის მასალებს, მათ შორისაა "იტონგის" ტიპის (Ytong) ულტრა მსუბუქი გაზობეტონის ბლოკი. იტონგი გამოირჩევა ეკოლოგიურობით, გამძლეობითა და მდგრადი თბოიზოლაციით, რაც მობინადრეთა ცხოვრების ხარიხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. "ალფა სახლი" სრულად ერგება ინოვაციურ და პროგრესულ სამშენებლო სტანდარტებს.
უნდა გახსოვდეთ, რომ თბოიზოლაცია არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში ფინანსური სარგებლის გარანტიაა. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ რას გთავაზობთ დეველოპერი.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის