სიახლეები
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
საქართველოში სახანძრო რეგულაციები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდა, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობამ შექმნა №41 დადგენილება, სადაც გაწერილია, როგორ უნდა აღიჭურვოს თანამედროვე მრავალსართულიანი შენობები სახანძრო სისტემებით.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც ამ რეგულაციის ფარგლებში გამოიყენება, არის ავტოსაშხეფი სისტემა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული, სანდო და სწრაფი ხანძარ საწინააღმდეგო მექანიზმია.
რა არის ავტოსაშხეფი სისტემა?
ავტოსაშხეფი სისტემა წარმოადგენს მიწისქვეშა და მიწისზედა მილების სრულ საინჟინრო ქსელს, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მისი მიზანი - სწრაფი რეაგირება ხანძრის ნებისმიერ კერაზე, ამცირებს ცეცხლის გავრცელების შანსს.
ძირითადი კომპონენტები:
- მიწისქვეშა მაგისტრალური ხაზი წყლის მიწოდებისთვის;
- ჰიდრავლიკურად გათვლილი მიწისზედა მილები;
- თერმული სენსორებით აღჭურვილი საშხეფები;
- ტუმბოები და მუდმივი წყალმომარაგება რეზერვუარიდან.
ავტოსაშხეფი სისტემა განთავსებულია ჭერში, ტექნიკურ შახტებში, სადაც თითოეულ საშხეფს აქვს თერმული კაფსულა, რომელიც მხოლოდ მაღალი ტემპერატურის დროს აქტიურდება.

როგორ მუშაობს სისტემა?
როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღწევს 60-80°C, საშხეფის თერმული კაფსულა იხსნება.
სისტემა აქტიურდება მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში, არ მოქმედებს კვამლზე ან სხვა არათერმულ ფაქტორებზე.
წყლის ნაკადი აფერხებს ცეცხლის გავრცელებას და ხშირად მთლიანად ახშობს მას, რაც ქმნის სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს.

41-ე დადგენილების მთავარი მოთხოვნები
საქართველოში №41 დადგენილება განსაზღვრავს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1. დეველოპერული კომპანიები რომლებიც, 25 მეტრზე მაღალ შენობებს აგებენ, ვალდებულნი არიან პროექტები აღჭურვონ ავტომატური ავტოსაშხეფი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ბინის შიდა ფართის დაცვას.
2. სისტემა ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბინაში ხანძარი გაჩნდება და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს იცავს მას არარეალური ჩართვებისგან, როგორიცაა კვამლი ან სხვა არათერმული ფაქტორები.
3. აუცილებელია დამოუკიდებელი წყალმომარაგება, რომელიც მოიცავს:
- სახანძრო რეზერვუარს;
- ძლიერ ტუმბოს;
- მუდმივ წნევას.
4. ჰიდრავლიკური დაგეგმვა - თითოეულ საშხეფს უნდა ჰქონდეს კონკრეტული ზონა, წყლის მიწოდება უნდა იყოს თანაბარი, არ უნდა დარჩეს "მკვდარი" უბნები, ხოლო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
5. საშიშროების ზონები და ევაკუაციის პუნქტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა სართულზე, რათა ხანძრის დროს მცხოვრებლებს ჰქონდეთ სწრაფი და უსაფრთხო გასასვლელი.
6. საშიშროების ზონები და ევაკუაციის პუნქტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა სართულიდან, რათა ხანძრის დროს მცხოვრებლებს ჰქონდეთ სწრაფი და უსაფრთხო გასასვლელი.
41-ე დადგენილება საქართველოში უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.
ავტოსაშხეფი სისტემა კი არა მხოლოდ ტექნოლოგიაა - ეს არის დაცული, უსაფრთხო ცხოვრება ყოველდღიურ გარემოში.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოიყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა ხელმისაწვდომ ფასად
დიდი ბინა - მეტი კომფორტი, შესაძლებლობა და შანსი!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.