სიახლეები

არ შეიძინოთ ბინა- შეიძინეთ ცხოვრების სტილი
თანამედროვე გარემოში, სადაც, შესაძლოა, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც იყოს, იქნება ეს სამსახურებრივი, პირადი, თუ უფრო გლობალური, ხშირად ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო რეაქცია სტრესზე ბუნებით და გენეტიკურად ჩვენს ორგანიზმში კოდირებული ადაპტაციური მექანიზმების ჩართვითაა განპირობებული, ქრონიკულ სტრესს ამ მექანიზმების გამოფიტვა შეუძლია, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება თქვენ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
როგორ გაუმკლავდეთ სტრეს და შევინარჩუნოთ პოზიტივი? სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გარემო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე, ამიტომ მასთან საბრძოლველად გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მაშ ასე, როგორ ვებრძოლოთ სტრეს ყოველდღიურ ცხოვრებაში:
- დავიწყოთ დილით- პოზიტიური დღისთვის დილის რუტინას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ დილა დაიწყოთ ვარჯიშით, ცურვით ან უბრალოდ პარკში გასეირნებით. ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც დილით ან საღამოს უბრალოდ ბუნებაში გასეირნებასაც კი სტრესს და შფოთვას ხანგრძლივი ვადით მოხსნა შეუძლია;
- შინაური ცხოველები-სტრესთან გამკლავება მარტო ძალიან რთულია, ამიტომ მასთან საბრძოლველად ოთხფეხა მეგობრები დაგეხმარებიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი და რაც მთავარია მათი წყალობით, გვინდა თუ არა, ჩვენი ცხოვრების სტილიც უმჯობესდება;
- სიმყუდროვე- დამღლელი სამუშაო დღის მერე დასვენებას, როგორც ჩვენი ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ჯამრთელობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტლად უნდა ვგრძნობდეთ. ის უნდა იყოს ადგილი, სადაც სრულფასოვნად შეძლბთ საკუთარ გემოზე დასვენებას და დროის გატარებას. სწორედ ამიტომ, მისი შერჩევისას არ უნდა დაიშუროთ დრო და ენერგია, რათა გავითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თვენ ცხოვრებას კომფორტს შეუქმნის და საშუალებას მოგვცემს სახლისგან მიიღოთ ის რაც გსურთ.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ ის ადგილი, სადაც იცხოვრებთ. მშვიდი საცხოვრებელი გარემო, დადებითად აისახება ადამიანის- როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
გახსოვდეთ, რომ სახლი უნდა გიქმნიდეთ მაქსიმალურ კომფორტს და სიმყუდროვეს. დილით გაღვიძებისას უნდა შეგეძლოთ ლამაზი ხედებით ტკბობა. სახლთან ახლოს ლამაზ, მოვლილ სკვერში სეირნობა და ძალების აღდგენა. ერთი შეხედვით ამ ყველაფერის მიღება თბილისში დღეს უკვე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. სახლი ნუცუბიძეზე ალფა რეზიდენსის კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ცენტრში. ამ პროექტის არჩევის შემთხვევასი თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ ბინას, არამედ ირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ სტილს, რადგან ნუცუბიძის საცხოვრებელი კომპლექტი არის სივრცე, რომელიც გვთავაზობთ ყველა პირობას იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება ჯანსაღ გარემოში გაატაროთ.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით